შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგიმღებრიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზახატიაშვილს, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს და ადვოკატ გიორგიმდინარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ამა წლის 8 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა შეშფეთება გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო და ადვოკატებს აღუთქვა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების პროცესს და თუ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები დადასტურდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება მყისიერი და ადეკვატური რეაგირება. შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.